,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანების (სსმ, 122, 24/10/2005, სარეგისტრაციო კოდი: 270.090.000.22.022.007.808) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციაში“ შევიდეს ცვლილება და ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სრულზე მეტი დატვირთვა აქვს მასწავლებელს, რომელიც სკოლაში მუშაობს 40 სამუშაო საათს და მათ შორის ატარებს კვირაში 19 ან მეტ საგაკვეთილო საათს. 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე ეძლევა დანამატი ყოველ შემდგომ საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით.“.
|