„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-27
სარეგისტრაციო კოდი
480040040.22.030.016075
„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის N60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №42

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 24 თებერვლის №60 (სსმ, 24, 05/03/2010) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე- 11 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13 საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც. მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სალეგალიზაციო დოკუმენტის დედანი ლეგალიზებულია/აპოსტილით  დამოწმებულია, ან არ საჭიროებს ლეგალიზაციას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია