„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
122
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-28
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016757
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №122

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);“;

ბ) მე-17 პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„უ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველო.“;

გ) 21-ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროში საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმე-დებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით სამინისტროს იმ მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის შესახებ;“;

დ) 21-ე პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„უ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა, სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა, სამინისტროს ქვემდებარე და სხვა დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი დაკავების იზოლატორში დროებითი მოთავსების, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ პირთა მოთავსების უზრუნველყოფა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია