ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-01
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.114.016164
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

                                                                             

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №16

2013 წლის 21 თებერვალი

დ. ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში (სსმ. 26.01.2011 წ.) „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალ­კეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 400 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალ­კეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით:

ა) საკრებულოს წევრს კომისიის სხდომეზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 200 (ორასი) ლარის ოდენობით დანართი 2 -ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ბ) დარჩენილი 200 (ორასი) ლარი საკრებულოს წევრს მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.”.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია