დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-09-26
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.156.016128
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.09.2014, №60)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
1. გამგებელის თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი განათლება, უცხო ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
2. გამგებლის მოადგილის და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
3. სამსახურის უფროსის , განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის   თანამდებობის   დასაკავებლად – არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება , უცხო ენის ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა , ინტერნეტის მოხმარების უნარი , უმაღლესი განათლება ;

31. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის   თანამდებობის   დასაკავებლად - საოფისე პროგრამების ცოდნა , ინტერნეტის მოხმარების უნარი , უმაღლესი ან საშუალო - სპეციალური განათლება , არანაკლებ 1- წლიანი სამუშაო გამოცდილება , უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად .

4. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (აპარატის უფროსის გარდა) და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის  უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
5. ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა სავალდებულოა დადგენილების პირველი მუხლის 1- ლი , მე -2, მე -3 და მე -4 პუნქტში მითითებული ყველა კანდიდატისათვის . დადგენილების №1 დანართის მე -7, მე -8, მე -9, მე -10 და მე -11 მუხლებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სავალდებულო არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლის 31 და მე -4 პუნქტში მითითებული კანდიდატებისათვის .

 51. ეს დადგენილება არ ვრცელდება დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის უმცროსი საჯარო თნამდებობის პირებზე გარდა მთავარი სპეციალისტისა .

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 მარტის დადგენილება № 11 - ვებგვერდი, 22.03.2013წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 02.12.2013წ.

.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი



დანართი №1
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუცია;
მუხლი 2
ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

 

მუხლი 3
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
მუხლი 4
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება.

 

მუხლი 5
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.

 

მუხლი 6
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 7
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 8
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლი 9
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 10
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
მუხლი 11
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კრებსითი — სრული ვერსია