„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-20
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-28
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.113.016124
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2013 წლის 20 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილებაში (ვებგვერდი, 31/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016117) და დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია. დროებითი კომისია შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეალეკო მამეშვილი

კრებსითი — სრული ვერსია