საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საკრებულოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის შესახებ სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სათანადო შეტყობინებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს მდივანი.“; ხოლო მე-7–8 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-8_9 პუნქტებად.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№1991–IIს