„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2010 წლის 24 აგვისტოს N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-26
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.152.016113
„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2010 წლის 24 აგვისტოს N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2013 წლის 19 თებერვალი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს № 31 დადგენილებით (სსმ.22, 07/09/2010 ს/კ 010260020.35.152.000641) დამტკიცებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ჩასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ ) წინადადებების  შემუშავებას  კულტურის,  განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

გ) ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას;

დ)  მუსიკის, თეატრის და ხელოვნების სხვა დარგების, ასევე სპორტის სფეროში მოღვაწეთა წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას.“

ე ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

მუხლი 2
  ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია