„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების (სსმ, 93, 30/07/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების წარმომადგენლები.“
ბ) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.“
|