„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia) დებულების დამტკიცებისა და სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №137 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,18/04/2012,010220020. 10.003.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „MCA-Georgia“‑ს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თავის უფლება‑მოვალეობებს ახორციელებს მენეჯმენტის გუნდის საშუალებით. აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც შეირჩევა ამ მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, MCC-სთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.“.
|