|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 სექტემბრის №7 დადგენილებაში (სსმV, №27, 20.09.2010წ.) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუნიციპალური სამსახურებია: ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური; ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური; დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური; ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური; თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური; ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|