აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2024-04-10
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016033
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 10.04.2024, №01-05/2)

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №46

2013 წლის 1 მარტი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12, 35-ე მუხლების, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს  – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წელი;

გ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

დ) ასაკი: 21 წლიდან;

ე) კომპიუტერული პროგრამების (Windows office: Ms.Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet ) სრულყოფილი ცოდნა;

ვ) კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

ზ) საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი;

ზ 1 ) მენეჯერული უნარ - ჩვევები , ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა , ანალიტიკური აზროვნება , დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარ - ჩვევები , ფუნქციური წერის უნარი , პროფესიული უნარ - ჩვევები ;

თ) ნორმატიული აქტების ცოდნა:

თ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

თ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი’’;

თ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

თ.დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ე) ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ვ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ზ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.თ) ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

თ.ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2013 წლის 12 ივლისის ბრძანება № 169 – ვებგვერდი, 1 5.07 .2013წ.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სასურველია:

ა) უცხო (ინგლისური, რუსული) ენ(ებ)ის ცოდნა;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

გ) ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მაისის №243 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიგიორგი თავამაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია