|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
1.
კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 65 წლის ასაკამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. |
2.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით დადგენილი პირები. |
მუხლი 2.
დამატებითი მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში |
1.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. |
2.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის სათანადო ცოდნა. |
3.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს საკუთარი ხედვა თვითმმართველი ერთეულის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზების შესახებ. |
მუხლი 3.
დამატებითი მოთხოვნები ზოგადი პროფესიული უნარების სფეროში |
1.
კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. |
2.
კონკურსის მონაწილეს უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows, Word, Excel, internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|