|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი –თბილისის მარშრუტზე M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსებისა და მათი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 14 ნოემბრის №
120 დადგენილებაში (სსმ 111115011 21.11.2011, 310150000.35.160.016103) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დანართი 11–ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. კომისია შედგება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს წევრების და მერიის თანამშრომლებისგან, ასევე სხვა მოწვეული პირებისგან.“ |
2.
დანართი 11-ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან გაუქმებამდე. ნებართვის მოქმედების ვადა, მისი მოქმედების პერიოდში, შეიძლება გაგრძელებულ იქნეს მომდევნო კონკურსის შედეგების ძალაში შესვლამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|