|
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №15 დადგენილებით (ვებგვერდი 12/03/2012 010250020.35. 016079) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
| მუხლი 1 |
1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2 გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური; გ)ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური; დ) მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური; ე) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ვ) სახანძრო-სამაშველო სამსახური; ზ) სოციალური დაცვის, ვეტერანთა საქმეებისა და მიგრაციის სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური; ი) ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური; კ) ჯანმრთელობის დაცვის სამსახური“. 2. დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორცილება, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება“. 3. დებულების მე-13 მუხლის მ93 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,, 93. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, რომელსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან. |
|