„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/33
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-15
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016257
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/33

2013 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:  

მუხლი 1
„ საჯარო სამართლი ს   იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ “   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის   № 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში “   შეტანილ იქნეს შემდეგი   ცვლილება :
1. დებულების მე -5 მუხლის 1- ლი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ გ ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ;“

2. დებულების მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ანალიტიკური სამსახური“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. ანალიტიკური სამსახური

ანალიტიკური სამსახური:

ა) სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტების მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს სტატისტიკურ და სტრატეგიულ მიმართულებებს;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით განსაზღვრავს სააგენტოს სწორ პრიორიტეტებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას;

გ) მონაწილეობს გემების მოზიდვის პოლიტიკის შემუშავებაში და შესაბამისი კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებაში;

დ) ახორციელებს საზღვაო სფეროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და უზრუნველყოფს  სააგენტოს საქმიანობის სიახლეებთან შესაბამისობას;

ე) შეიმუშავებს საქართველოს საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბების პრინციპებს;

ვ) ახორციელებს გემების კონკრეტულ ბაზრებზე არსებული კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას, რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების დამუშავებას;

ზ) ურთიერთობს საერთაშორისო სურვეირულ-შემფასებელ, სადაზღვევო ორგანიზაციებთან, მოიპოვებს/შეისწავლის შესაბამის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას;

თ) წარუდგენს სააგენტოს დირექტორს ყოველთვიურ ანგარიშებს მის საქმიანობასთან/კვლევებთან დაკავშირებით;

ი) ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია