„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1929
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-04-30
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-13
სარეგისტრაციო კოდი
040.170.280.05.001.000.525
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.“;

ბ) მე-5 პუნქტში სიტყვის „ქაღალდების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ეროვნული“.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კომისია – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.“;

ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. საჯარო ფასიანი ქაღალდები – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან/და რომლებსაც „ჩანაწერით ფლობს“ ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით“.

3. 46-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია“;

ბ) პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შედმეგი რედაქციით:

„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამ კანონის მიხედვით აწესრიგებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია.“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს კომისიაზე რაიმე ზეგავლენა ან ჩაერიოს მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.“, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-3 და მე-4 პუნქტებად.

4. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47. კომისიის დაფინანსება

კომისიის დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დადგენილი წესით“.

5. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“, ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.

6. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ხელმძღვანელობს კომისიის აპარატს, განსაზღვრავს კომისიის აპარატის სტრუქტურას და მის საშტატო განრიგს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს“.

7. 56-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვის „ქაღალდების“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „ეროვნული“;

ბ) მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ა“ ქვეპუნქტის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 30 აპრილი

№1929-IIს

კრებსითი — სრული ვერსია