„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
25/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-14
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016545
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №25/ნ

2013 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005, წლის 2 ივნისის  №269 ბრძანების (სსმ, 69, 10/06/2005 სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.007.459) მე-3 პუნქტით დამტკიცებული  დანართი 6-ის:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას (ქართულად და ინგლისურად) ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულების წელს  არსებული მდგომარეობით;“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის დუბლიკატი ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“-,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებიდან უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებსაც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დამტკიცებული საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის ფორმა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია