|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, სარეგ. კოდი: 210020010.35.159.016024) მე-10 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
„1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,20 ლარის ოდენობით თვეში.". |
| მუხლი 2 |
შეტანილ იქნეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №2/3 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, სარეგ. კოდი: 210020010.35.159.016024) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;”. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|