|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1) |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №10 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
1.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. |
2.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება; |
ბ)
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. |
4.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; |
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
5.
უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
6.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
7.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
8.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად. |
9.
მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ახალგაზრდობასთან მუშაობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
გ)
წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
დ)
განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ე)
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას; |
ვ)
მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას; |
ზ)
მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას; |
თ)
წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე პროგრამების შემუშავება და განხორციელება. |
ბ)
წინადადებების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; |
გ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
მუხლი 5.
სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება |
სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების ფუნქციებია: |
ა)
კულტურული, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა; |
ბ)
პროექტების შედგენა; |
გ)
ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა; |
დ)
საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა; |
ე)
ახალგაზრდების დასვენება პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო
ბანაკებში; |
ვ)
სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; |
ზ)
მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების,
სპორტული კომპლექსების მართვა; |