საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2013-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016746
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №63

2013 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 ივლისის N366 ბრძანებულება.
4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია