,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ, №55, 18/05/2010) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის სტუდენტია.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|