|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №98, მუხ. 1437) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები
შენიშვნა: სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. |
|