|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №57 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 07.09.2015წ. |
2.
დაევალოს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება. |
3.
ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრებს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ. |
4.
ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. |
5.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|