საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.97) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტში სიტყვების „შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების" შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის".
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვების „სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების" შემდეგ დაემატოს სიტყვები „დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის".
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1849–IIs