აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის მინისტრის
ბრძანება №29/ძ
2013 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის №145/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკი განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2007 წლის 2 აპრილის № 145/ ძ ბრძანებაში (აფხ. საკ. მაცნე № 8, 2.04.2007წ. მუხლი 28) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძანების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი თეიმურაზ მაისურაძე