|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №6 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30/03/2012წ. სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016055), კერძოდ: დებულების მუხლი 2, პუნქტი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და სამსახურის მოხელეებისაგან.“ |
2.
დებულების მუხლი 6-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|