,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-02-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-06
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.102.016061
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2013 წლის  1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილებაში (სსმ, 71, 30/12/2010; 010.250.020.35.102.016.005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი

კრებსითი — სრული ვერსია