„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
19/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016539
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №19/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად ,,ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  პროფესიული კოლეჯის ,,ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად ,,ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 14/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016306) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია:

ა) ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;

ბ) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში – პროგრამები)  განხორციელება;

გ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია