|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №32 დადგენილებაში (სსმ, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი: 01026002035105016005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,, ო “ ქვეპუნქტი:
,,ო) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;”. |
2.
დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,, გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური; “. |
| მუხლი 2 |
დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|