|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №19 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) დებულების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება; ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება;"; ბ. დებულებას დაემატოს 511 მუხლი ,,მუხლი 511. სოციალურ საკითხთა განყოფილება სოციალურ საკითხთა განყოფილება: ა) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე; ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე; გ) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; დ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას; ე) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროგრამებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|