საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აგრეთვე უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებიც არჩეულ იქნენ 1990 წელს“.
2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. 1990 წელს არჩეულ უზენაეს საბჭოს წევრთა საპარლამენტო პენსიით უზრუნველყოფა განხორციელდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 18 დეკემბერი.
N1198-Iს