აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
29-უ.ს.რ.ს.
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016013
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი ,,აჭარა“,  №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 123-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,4. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მასში მითითებული უნდა იყოს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადა, წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა.“.

   2. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,,2. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნისას მისი  უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო 3 თვით. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადას, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის დასაბუთებული წერილობითი წარდგინების საფუძველზე, აგრძელებს უმაღლესი საბჭო, მაგრამ არა უმეტეს 2 თვით.“.

   3. 125–ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციისათვის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.“.

 

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

29 იანვარი 2013 წ.

N29-უ.ს.რ.ს.

კრებსითი — სრული ვერსია