„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-30
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.017175
„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2013 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგე­ნილებაში (სსმ, 010240010.10.003.016446, 25/07/2011)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“.

2.  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვე­პუ­ნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუ­ფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, ფარმაცევტული და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო და საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირებს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია