|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
„ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებით (სსმ 24/02/2012 წ.) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებული იქნას ,,კ’’ ქვეპუნქტი: ,, კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, გურჯაანის სანაპიროს ქ. №24), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. |
|