|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2528) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული: |
ა)
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.“; |
ბ)
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგის (დანართი №2): |
ბ.ა)
მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ.ბ)
მე-5 გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 გრაფა:
|
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. |
|