„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.151.016119
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2013 წლის 25 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის,43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებულ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ( სსმ,  №26, 17.09.2010, მუხ.706) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი (მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური) ამოღებულია.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება  ვრცელდება  2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივაჟა ჩქარეული

კრებსითი — სრული ვერსია