„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-25
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016508
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 31

2013 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის   61-ე    მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 
1.   59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო  ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს.“.

2. ინსტრუქციას დაემატოს №XIV-01 დანართი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 24 იანვრის №26 ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება გარდა, მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძნების მე-2 მუხლი  ამოქმედდეს 2013 წლის 25 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია