ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2016-02-18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.151.016117
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 18.02.16, №8)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2013 წლის 25 იანვარი

დ. სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

   ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზრაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი  სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის და №2-ის შესაბამისად:

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2012 წლის  24  თებერვალის  №7 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილების  მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეელგუჯა ღუდუშაური



დანართი N1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები


 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

მთავარი საჯარო თანამდებობა

გამგებელი

2650

2

მთავარი საჯარო თანამდებობა

გამგებლის მოადგილე

1300

3

წამყვანი საჯარო თანამდებობა

სამსახურის უფროსი

1000

4

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

810

5

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგებლის თანაშემწე

790

6

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

790

7

უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

650

8

უმცროსი საჯარო თანამდებობა

წამყვანი სპეციალისტი

560

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 22.07.2014წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.


დანართი N2

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 


 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

წამყვანი საჯარო თანამდებობა

სამსახურის უფროსი

 

1000

2

უფროსი საჯარო თანამდებობა

უფროსის მოადგილე

 

810

3

უფროსი საჯარო თანამდებობა

რაზმის უფროსი

 

560

4

უმცროსი საჯარო თანამდებობა

მეხანძრე, მძღოლი

 

520

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 10.11.2014წ.


კრებსითი — სრული ვერსია