,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6–17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-2
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010270000.36.101.016143
,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6–17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-2

2013 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 


1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში (,,საქართველოს რესპუბლიკა", 25.06.2009, №127-128) და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა, ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია