,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ V; №58, 02.12.10, მუხ. 1724) შეტანი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად’’.
|