,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
1-6
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2013-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-22
სარეგისტრაციო კოდი
010260030.36.101.016147
,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №1-6

2013 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:


1. ,,ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა“, 25.10.2006წ., №209, სარეგისტრაციო კოდი: 010.260.030.35.101.009.490) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ქალაქ თბილისის რაიონებია: გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორის და ჩუღურეთის რაიონი.“;

ბ) 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 121. ქ. თბილისის მთავრობის სტრუქტურა

     ქ. თბილისის მთავრობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირებისაგან:

  1. ქ. თბილისის მერი - მთავრობის ხელმძღვანელი;
  2. ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);
  3. ქ. თბილისის მერის მოადგილეები;
  4. ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგებელი;
  5. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი;
  6. ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი;
  7. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებელი;
  8. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი;
  9. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგებელი;
  10. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი;
  11. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგებელი;
  12. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი;
  13. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი;
  14. სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი;
  15. ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი;
  16. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი;
  17. მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი;
  18. საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი;
  19. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი;
  20. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი;
  21. იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი;
  22. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი.“;

 

გ) 351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 351. ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში გამგეობების უფლებამოსილებანი

ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების გარდა ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში გამგეობების კომპეტენციაში შედის:

ა) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და ხელშეწყობა ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული, საკურორტო-რეკრეაციული და ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით;

ბ) ინფორმაციის მიღება როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე იურიდიული პირებისაგან, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებსა და წარმოებული სამუშაოების თაობაზე;

გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროცესების და ძეგლების მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის წარმოება, მონიტორინგის ადეკვატური და ქმედითი სისტემის მეშვეობით;

დ) საქმიანობის წარმართვა მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირში, მათი ინიციატივების წახალისებით და მოსახლეობის ძველი თბილისის განვითარების პროცესებში ჩართვის გზით;

ე) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით ფონდების მოძიება-კოორდინაციაზე ზრუნვა;

ვ) არსებული ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო წინადადებების მომზადება და მათი განხორციელება;

ზ) ამ დებულებით, გამგეობის დებულებებით და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის 2013 წლის 1 მარტს.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია