|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის , 24- ე მუხლისა და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -11 პუნქტის „ ა “ და „ ნ “ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/12/2012, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016152) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №14
|
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი (IV მთავარი სამმართველოსა ( საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს შსს წარმომადგენლების / პოლიციის მეკავშირე ოფიცრების ) და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს გარდა )
|
|
|