„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22/ძ
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016021
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა

 და კულტურის მინისტრის

 ბრძანება №22/ძ

2013 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის  №305/ძ ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 16.11.2012 წ., 040030000.33.062.016019) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                 თ. მაისურაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია