“ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1568 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
№ 1-1/10
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-28
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.024.016251
“ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1568 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/10

2013 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1568 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
ტექნიკური რეგლამენტის „ სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის “ დამტკიცების თაობაზე ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტო ს №1-1/1568 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის № 2 დანართი „ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით” ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობა მათი კატეგორიისა და დანიშნულების მიხედვით


 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების

კატეგორიები

ავტოსატრანსპორტო საშუალების

დანიშნულება და მახასიათებლები

ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა

 

1


 

M2 M3

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

 

ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო ოთხი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან წელიწადში ორჯერ

 

2


 

N2 N3

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები:

ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

 

3


 

O3 O4

3500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები:

ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

4

M1

ტაქსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები

 

ერთი წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

 

5

 

N1

არა უმეტეს 3500 კგ-ზე  ნებადართული მაქსიმალური მასის და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები სასოფლო-სამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

ოთხი  წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

 

 

6

 

M1

არა უმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

ოთხი  წლის შემდეგ პირველად გამოყენების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

 

 

 


კრებსითი — სრული ვერსია