|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: |
ა)
,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას; ა. ბ. იურიდიულ განყოფილებას;“. |
ბ)
,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური;“. |
გ)
,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
დ)
,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;“. |
ე)
,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პერსონალურ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა, ვიზირებული უნდა იქნეს აგრეთვე გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციის სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, ხოლო თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება საფინანსო დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს – გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერაც.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|