„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 06/09/2012 სარეგისტრაციო კოდი 220020040.10.003.017033) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების №1 დანართით დამტკიცებულ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) შპს „ფინანსური მართვის ჯგუფს“ (FMG).“.
|