განჩინება შპს „გრემფილდ ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/11995-2012
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2013-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-17
განჩინება შპს „გრემფილდ ჯორჯია“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

                                   

საქმე № 2/11995-2012

 

   

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

 

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” მიმართ.

  შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” მომ რიგებელმა საბჭომ წარმოადგინა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

  სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის განხილვის დღის წესრიგით.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე, 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნე ს შპს ,,გრემფილდ ჯორჯიას” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 _ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2013 წლის 25 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს № 24 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, № 6) .

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, № 6) განჩინების მხარეებისათვის გადაცემიდან ან განჩინების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.

 

  მოსამართლე              ლაშა ქოჩიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია