.,,ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2010 წლის 24 დეკემბრის №28 ბრძანებით (სსმ, 72 31/12/2010 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250000.52.101.016003) დამტკიცებულ „ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას და ამზადებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშს;“;
ბ) მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემას;“.
|