ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-21
სარეგისტრაციო კოდი
370070000.35.167.016086
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 21.03.14, №7)

                                                                                                                 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2013 წლის 11 იანვარი

ქ.ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

      ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.    დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
---

მუხლი 2.    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის

6 იანვრის №2 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’.



საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
დანართი

 
  1. ქ. ლაგოდეხში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი  მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი’’) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

              CN = I MG  X  I TL X  C X K, სადაც:

       ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

       ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

      გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;

      დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე

დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

      ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი

მნიშვნელობა უდრის 100-ს.

  1. ქ. ლაგოდეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს – 7,20 ლარს.
  2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის:

      ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი,

ჩადუნიანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, კაბალი, განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა,გიორგეთი, ჭაბუკიანი, აფენი  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75%-ის  ოდენობით და იგი შეადგენს 5,40 ლარს;

    ბ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის ,,ა’’  ქვეპუნქტში, მიწის

ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული

ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,80  ლარს.

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი

,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  3,60  ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.

 


კრებსითი — სრული ვერსია